მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

წლებია, მარტო სახლში ჩვენი საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია. პატარა კევინის ოინების ყურება ხომ მოსაწყენი არასდროსაა?! სწორედ წინასაახალწლო სამზადისს დაემთხვა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ კევინის როლის შემსრულებელ მაკოლეი კალკინს პირველ დეკემბერს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან.
„მარტო სახლში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმია”, — ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვარსკვლავის გახსნაზე სიტყვით მსახიობი კეტრინ ო’ჰარა გამოვა, რომელიც ფილმებში კევინის დედის როლს ასრულებს.
მაკოლეი კალკინმა სცენაზე თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო. Home Alone II: Lost in New York-ში შესრულებული როლისთვის მსახიობს ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული. ცოტა ხნის წინ ის სერიალ American Horror Story-სა და The Righteous Gemstones-ში გამოჩნდა.
ასევე ნახეთ:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ „ჩცდ“-ს მსახიობს ხელი სთხოვა
ეს ორი გარეგანი სიმპტომი შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს – გარეგნობის რა ცვლილება არ უნდა გამოგვრჩეს
„მითხრა, თუ გენატრები, მოდი დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ მოსვლამდე ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…“ – შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი

ასევე დაგაინტერესებთ