მაკლირმა და უილსონმა ბრიტანეთის საგარეო მინისტრს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი წერს, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთან ერთად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ს დასანქცირებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის. დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს, ახლა. ამ შაბათ-კვირას საქართველოში მომხდარი ძალადობა ადასტურებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე მოვუწოდეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, სანქციები დაუწესონ ივანიშვილს – პუტინის მარიონეტ ოლიგარქს”, – წერს ის X-ზე.
We must stand with the people of Georgia and their fight for democracy. The UK must act now.
This weekend’s violence in Georgia proves why transatlantic cooperation matters. @RepJoeWilson and I have urged the Foreign Secretary to sanction Ivanishvili – Putin’s oligarch puppet. pic.twitter.com/kSfU16sskD— James MacCleary MP (@JamesMacCleary) February 3, 2025