სინგაპურში, ფორმულა 1-ის რიგით მე-18 ეტაპი გაიმართა. გამარჯვება “მერსედესის” ლიდერმა, ჯორჯ რასელმა მოიპოვა. ბრიტანელმა პილოტმა კვალიფიკაციის დამაჯერებლად მოგების შემდეგ (მეორე ადგილოსან მაქს ფერსტაპენს +0.182 წამით აჯობა) რბოლაც ჩინებულად წარმართა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ სტარტზე დიდი ინტრიგა იყო, რასელი საშუალო ტიპის რეზინით გამოვიდა, მაქსი კი – რბილით ანუ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გათვლა სწრაფ და აგრესიულ სტილზე გააკეთა, თუმცა ბრიტანელმა ჩინებულად დასტარტა და ლიდერობაც არ დაკარგა. ამასთან ერთად ჩემპიონატის 2 ლიდერი, “მაკლარენის” წარმომადგენლები, ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი მე-3 და მე-4 ადგილზე იყვნენ და როგორც მოსალოდნელი იყო მცირედი კონტაქტი ვიხილეთ (“მარინა ბეის” ტრასა ვიწროა, ამასთან ერთად სეზონი დასასრულს უახლოვდება და თითოეული ქულისთვის ბრძოლაა გაჩაღებული). კონტაქტის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა FIA არ ჩაერია და სარბოლო ეპიზოდად შერაცხა.
მაგარი რბოლა ჩაატარა 19 წლის იტალიელმა, კიმი ანტონელი, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დასრულებამდე რამდენიმე წრით ადრე “ფერარის” ლეგენდარული პილოტი, ლუის ჰამილტონი არა ეტაპობრივად, არამედ ძალიან მაღალი სიჩქარით ეწეოდა, თუმცა მუხრუჭები დაუზიანდა და არა თუ გადაასწრო არამედ პოზიციაც დაუთმო თანაგუნდელ შარლ ლეკლერს.
უკვე დღეს, მე-18 რბოლის დასრულებისას ცნობილი გახდა კონსტრუქტორთა გამარჯვებული. “მაკლარენმა” ზედიზედ მეორედ მოიგო გუნდური ჩათვლა. ამ მომენტისთვის ისტორიულ გუნდს 650 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან “მერსედესს” 325 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე “ფერარი” იმყოფება, ხოლო მეოთხეზეა “რედ ბული” 290 ქულით. “მაკლარენმა” გუნდური ჩათვლა მეცხრედ მოიგო.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას:
1. ოსკარ პიასტრი – 336 (“მაკლარენი”), 2. ლანდო ნორისი – 314 (“მაკლარენი”), 3. მაქს ფერსტაპენი – 273 (“რედ ბული”), 4. ჯორჯ რასელი – 237 (“მერსედესი”), 5. შარლ ლეკლერი – 173 (“ფერარი”), 6. ლუის ჰამილტონი – 127 (“ფერარი”), 7. კიმი ანტონელი – 88 (“მერსედესი”), 8. ალექს ალბონი – 70 (“უილიამსი”), 9. ისაკ ჰაჯარი – 39 (“რეისინგ ბულსი”), 10. ნიკო უილიამსი – 37 (“კიკ საუბერი”).
[VIDEO] უმძიმესი ავარიის შემდეგ გროჟანი ფორმულა 1-ს უბრუნდება
80 მილიონ ფუნტამდე გუნდიდან წასვლის სანაცვლოდ – “რედ ბული” და ჰორნერი საბოლოოდ დაიშალნენ
ლანდო ნორისის პოული – F1 მონტე კარლოს ესტუმრა
