კომპანია „მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს, „მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71-შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა, მაკდონალდსის სიმბოლო – ჯადოსნური M განათდა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„ჩვენ ვცდილობთ რესტორნები გავხსნათ არამხოლოდ რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით, არამედ გარემოსთან იყოს სრულად ინტეგრირებული. ამასთან, მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტსა და მათ მოთხოვნებზე მორგებული, რასაც ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით გამოვხატავთ. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო, აქტიურად განვაგრძობთ. ამის მაგალითია, თბილისში, გოთუას 7 ნომერში ეკომეგობრული ფლეგშიპის ტიპის რესტორნის გახსნა. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია. ეს არის სრულიად ახალი კონცეფციის სივრცე, რომელიც საქართველოში პირველია, მსოფლიოში კი, მეოცე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 14 პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად შეიქმნა ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის,“ – უპირატესობებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი ბავშვთა გასართობი ფლეილენდი და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადების დღის ცენტრი ელოდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება. რესტორანში განახლებულია თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდებზე დამონტაჟებულია მობილურის უსადენო დამტენები. რესტორნის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რაც ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.
მაკდონალდსი ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
