მაკა ჩიხლაძე: დღეს “ოცნება” ჟურნალისტებს კლავს, ან თუ ვერ კლავს, მერე არც იძიებს, ვინც ამას ცდილობდა

“რეიტინგების უკანსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა”, – ასე ეხმაურება “შაბათს ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე საქართველოს მედიის საერთაშორისო რეიტინგში ჩამოქვეითებას.

ჩიხლაძის თქმით, “ქართული ოცნება” არის ხელისუფლება, რომელიც “ჟურნალისტებს კლავს ან თუ ვერ კლავს მერე არც იძიებს ვინც ამას ცდილობდა”.

ამ რეიტინგების უკანსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ მხოლოდ მედიებს არსებობის უფლება და საშუალება რომ აღარ აქვთ და კანონებს იღებენ დრაკონულს – ეს კი არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი არის ის, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, იმისთვის რომ უბრალოდ ცოცხლები იყვნენ და ეს საქმე აკეთონ, ვიდრე ამის შესაძლებლობა მიეცემათ. კი ეს არის ეს ხელისუფლება, ვინც გვეუბნება თან რომ ევროკავშირისკენ ღირსეულად მიდის და თან ჟურნალისტებს კლავს, ან თუ ვერ კლავს მერე არც იძიებს ვინც ამას ცდილობდა. ეს არის “ქართული ოცნება” დღეს და მეუხერხულება კიდევაც ამ სახელის წარმოთქმა, იმიტომ რომ ქართულიც ძალიან კარგი სიტყვაა და ოცნებაც თავის თავშიც, მაგრამ ერთად “ქართული ოცნება” ნიშნავს სიკვდილს, წამებას”, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საქართველო მედიის საერთაშორისო რეიტინგებში ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალ ინდექსს აქვეყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)