მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის, ოფიციალური ვიზიტი დაიწყო․
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა განაცხადა․
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის.