მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს ესაუბრა

სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ.
„მაკა ბოჭორიშვილმა, სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
საუბრისას, მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები