[სამხრეთ კავკასია] ეს არის პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი არამარტო ევროპისა და აზიისთვის, არამედ მსოფლიო დონეზე. ჩვენ აქ ვართ და ვართ მიმზიდველი და ღია ეკონომიკით. ჩვენი ეკონომიკური განვითარება ძალიან შთამბეჭდავია. ეს ღია კარს უხსნის ინვესტორებს, ერთგვარი მოპატიჟებაა ინვესტორებისთვის და ძალიან ვამაყობთ ამით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან ბევრს და ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„უკვე საუკუნეებია ჩვენ ვმდებარეობთ აქ, ამ ტერიტორიაზე, შავი ზღვის ნაპირას და ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას. ეს ადგილი ყოველთვის იყო შეხვედრის ადგილი სხვადასხვა ცივილიზაციებისა და კულტურებისთვის. სწორედ ამან მიანიჭა საქართველოს ეს უნიკალურობა და უნიკალური გამოცდილება, უნიკალური მახასიათებლები. დღეს ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება და ხდება გადალაგება ამ გლობალური სავაჭრო მარშრუტებისა, საქართველო სწორედ აქ არის და მზადაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისა და აზიისთვის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკებზე, თუ რამდენად ვართ მზად ამისთვის. ათწლეულების განმავლობაში უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან. 2014 წლიდან მოყოლებული საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ეს გვიქმნის შესაძლებლობას, რომ მართლაც ვისარგებლოთ ამ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით, რაც უზრუნველყოფს ასევე ძალიან თავისუფალ ბაზარს. ჩვენ ამას გარდა ვავითარებთ თანამშრომლობასა და პარტნიორობას სხვადასხვა აქტორებთან და მხარეებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს ეხება არა მარტო ჩვენს მეზობელ რეგიონში მდებარე ქვეყნებს, არამედ მსოფლიოში სხვა ქვეყნებს. საქართველოს უკვე 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს მათ შორის არიან: ჩინეთი, მეზობელი ქვეყნები, დსთ-ის ქვეყნები, საამიროები.
აზერბაიჯანი თურქეთი, ეს ორი მეზობელია, ვისთანაც უკვე ჩვენ ათწლეულზე მეტია სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს დამყარებული. ეს უკვე ეხება ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორობებსა და პროექტებს, რომელიც განვავითარეთ და დამატებით ღირებულებას სძენს შუა დერეფანს. ეს არის ძალიან ნაყოფიერი და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან, რომელიც იქნება დამატებითი სარგებელი საქართველოსთვის, რათა მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აღმოსავლეთ-დასავლეთ სამყაროების დაკავშირების მხრივ. ასევე, სომხეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. ყოველივე ამის ფონზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონს დამატებითი ფასეულობა ენიჭება.
მივესალმებით იმას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ვითარდება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ სამი პრემიერ-მინისტრი ერთად იდგა სცენაზე. ეს იყო 2 წლის წინაც, თუმცა მაშინ ეს განსხვავებული იყო, დღეს კი როცა ვუყურებთ მათ აქ, როდესაც პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს მადლობას უხდიან, ვხედავთ, რა დინამიკა არის ამჟამად ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობებს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. რასაკვირველია, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ნამდვილად შეიძლება, რომ გამოვიყენოთ. ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის. ეს არის პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი მთლიანად კონტინენტისთვის და ასევე გლობალურად. არამარტო ევროპისა და აზიისთვის, არამედ მსოფლიო დონეზე არის მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ აქ ვართ და ვართ მიმზიდველი და ღია ეკონომიკით. ეს არის ის, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ როდესაც ვუყურებთ საქართველოს მონაცემებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძალიან შთამბეჭდავია. ეს რიცხობრივი მაჩვენებლები არის ძალიან სტრუქტურირებული რეფორმების შედეგი, რომელიც უკვე განხორციელდა ათწლეულობის განმავლობაში – კორუფციის დაბალი დონე, ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები. რა თქმა უნდა, ეს ღია კარს უხსნის ინვესტორებს, ერთგვარი მოპატიჟებაა ინვესტორებისთვის. ძალიან ვამაყობთ ამით და ძალიან ბევრს და ბეჯითად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რათა ისინი ჩამოვიდნენ აქ და იმუშაონ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენს იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ცენტრალური აზიის რეგიონში მდებარეობენ. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა ამ ქვეყანასთან, ვავითარებთ პარტნიორობებს. ესეც, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შუა დერეფნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
