მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე.
მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები”, – ნათქვამია პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე