მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის წევრმა გიორგი ბარვენაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ჯონ ბრაეკველდტსთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა და აზიასთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის პერსპექტივა.
იმსჯელეს, ევროკავშირის ბიზნეს პლატფორმების ფარგლებში, საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” (DCFTA) შეთანხმებით სხვადასხვა მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შედეგად შექმნილ ახალ რეალობაზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”