მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ, როდესაც საფუძველი არ არსებობს – ბრიუსელი ყველა მექანიზმს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს

ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის დასჯისკენ.
„საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქართულ საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით აშინებდე. ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები. იმედი მაქვს, ბრიუსელში ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც მიმართული იქნები ქართველი ხალხის დასჯისკენ“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.