მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 11-12 ივლისს, სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს.
„აღნიშნული ფორუმი საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.