უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს კონფერენციის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კვლავ შეხვდა უნგრელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, – თითქმის ერთი წლის განმავლობაში, – ეს მაკა ბოჭორიშვილის მეხუთე შეხვედრა იყო პეტერ სიიარტოსთან, ხოლო ჯეიჰუნ ბაირამოვთან – მეოთხე.
შეხვედრა პეტერ სიიარტოსთან
საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, 31 ოქტომბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან.
„მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, პარტნიორებს შორის დიალოგის აუცილებლობას“, – იუწყება სამინისტრო.
მათ ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და „გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის“.
ეს ბოლო ერთ წელიწადში ბოჭორიშვილისა და სიიარტოს მეხუთე შეხვედრაა. მათ შეხვედრები გამართეს:
· 2025 წლის 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში,
· 11 ივნისს ბუდაპეშტში, მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში
· 15 მაისს ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში
· 2024 წლის 10 დეკემბერს უნგრეთში – საგარეო მინისტრის რანგში პირველი ვიზიტისას; ის 25 ნოემბერს დაინიშნა თანამდებობაზე.
შეხვედრა ჯეიჰუნ ბაირამოვთან
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე კი განიხილა „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები“.
„კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს“, – წერს სამინისტროს პრესცენტრი.
„რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა“, – წერია ინფორმაციაში.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაადასტურეს და პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ეს მათი მეოთხე შეხვედრაა. წინა შეხვედრები გაიმართა

				
								
								

