მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო აღიარება საჭიროა ქვეყნის და ქვეყანას აქვს აღიარება, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, ლეგიტიმურია – არანაირი კითხვები არ არსებობს

ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი – არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით.
„ყაველაშვილს მილოცვები მიღებული აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?