მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ის კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული, შესაბამისად არანაირი კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს

რატომ არის მძიმე ფონი, იმიტომ რომ უილსონმა მიიწვია ზურაბიშვილი და ელჩები არ დასწრებიან ინაუგურაციას? ყაველაშვილს მიღებული აქვს მილოცვები. ლეგიტიმაციას არ აძლევს არცერთი შეხვედრა და არც ვინმეს ინაუგურაციაზე დასწრება, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
„ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს ქართველი ხალხი აძლევს და ეს ლეგიტიმაცია პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტი აძლევს, ის კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული, შესაბამისად არანაირი კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. საერთაშორისო აღიარება საჭიროა ქვეყნის და ქვეყანას ეს აღიარება აქვს, შესაბამისად, ყველა ის პროცესი რაც კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, ლეგიტიმურია“, – აცხადებს ბოჭორიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა