17-18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერ ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან.
„მივესალმებით ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ვუსურვებთ ნაყოფიერ და სასიამოვნო შეხვედრებს. ვიზიტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ“, — წერს ისრაელის საელჩო საქართველოში.




