მაკა ბოჭორიშვილი: იმედი გაქვს, ძალიან მალე აღარ დადგება დღის წესრიგში საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი გაქვს, ძალიან მალე აღარ დადგება დღის წესრიგში საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს
ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანებია ის, რომ ქვეყანამ უსაფრთხო არსებობა შეძლოს და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს მალე მიეცემა კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა.
„ის მოცემულობა, რაც არის დღეს, არ არის მარტივი და ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუმცა ამ სირთულეებს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ის ობიექტური რეალობა, რაც განაპირობებს იმ სირთულეებს, რაც არის დასავლელ პარტნიორებსა და საქართველოს შორის, აღარ იქნება და ასეთი სიმძაფრით აღარ დადგება დღის წესრიგში გარკვეული საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შესაძლებლობა გვექნება კონსტრუქციული დიალოგის და ამის ფარგლებში ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს შორის არის, კონსტრუქციულად იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა და წარმატება უსურვა.
„პირველ რიგში ვულოცავ ახალ პრეზიდენტს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას ამ პოზიციაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყნისა და ხალხისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე პატრიოტიზმით განახორციელებს თავის საქმიანობას პრეზიდენტის რანგში, როგორც ის ამას აკეთებდა საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, მადლობა ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში