მაკა ბოჭორიშვილი – თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ – საქართველოს ინტერესი ვერასდროს იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში

თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ-საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით.
„ამ ინტერესების დაცვა არის ჩვენი პირველი მოვალეობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის.
ამ მიმართულებით თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ. ვერ მოხდება ასე. ვერაფერი შეიცვლება ჩვენს სურვილში, ჩვენს მისწრაფებებში, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები, საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოში სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
ეს არის ჩვენი მამოძრავებელი და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს იქნება ყველა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება.
თქვენ თუ მეუბნებით, რომ საქართველოს ინტერესები არის ის კომპრომისი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გასწიოს, ასეთი კომპრომისი ვერ იქნება. საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ