მაკა ბოჭორიშვილი – ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს – შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამი, რა თამაშსაც საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, ს მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული განცხადებები შემდგომ, მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელსაც არც საფუძველი ჰქონდა და არც ნებართვა, რაც შეეხებოდა საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს.
სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით რა პასუხები გაეცა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთ ან მეორე განცხადებას, რომელიც ნამდვილად ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას და მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, მთავრობის თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის მისი მხრიდან ერთგვარი განაცხადი, რომ „ის არ ემორჩილება არც კონსტიტუციას, არც კანონს და შესაბამისად, თავისი სურვილების საფუძველზე მოქმედებს“.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორია მისი სურვილები. ფაქტობრივად, ის ოპოზიციაში უდგება საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო იყოს, ვინაიდან მას კონსტიტუციური თანამდებობა აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა მისი თანდასწრებით კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც ამჯერადაც მოვისმინეთ და ოფიციალური პირი ამ განცხადებას პასუხს არ სცემს“,-განაცხადა ბოჭორიშვილმა.