მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოსა და ბულგარეთის პარლამენტების წევრებს შორის გამართულ შეხვედრებს.
მხარეებმა ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის მოწვევით, აპრილში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს