მაკა ბოჭორიშვილი – არანორმალური სიტუაციაა, როცა სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში – ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი

ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას გამოეხმაურა.
ბოჭორიშვილის თქმით, არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
„არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. სულ ახლახან იყო ლიეტუვაში , ლიეტუვას არჩევნებთან დაკავშირებით ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება მაჩვენეთ. ან ვინ უნდა მართოს ლიეტუვა, თუ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ლიეტუვას ხელისუფლება და მიგვაჩნია თუ არა, რომ ის ხელისუფლება არის კარგი ხელისუფლება. ეს ჩვენ არ გვიკადრია და არ ვკადრულობთ. იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო ნორმების და პრინციპების დარღვევა. უმჯობესი იქნება სხვებიც თუ სცემენ პატივს საერთაშორისო ნორმებს და პრინციპებს. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც.
„მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში