მაკა ბოჭორიშვილი – ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ?!

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, სადაც ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.
მისი თქმით, კრიმინალს არც ეროვნება აქვს, არც სქესი და რელიგიური კუთვნილება.
„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.
ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც“,- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ