მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დღეს, 16 იანვარს, აზერბაიჯანს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს “საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტია”.
“ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს “შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანში ვიზიტი აქვს დაგეგმილი ს, რომელიც ხვალ, 17 იანვარს შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს