“მაკაბიში” ტომასონის დებიუტი შედგა

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი იასპარეზებს.
30 წლის გამთამაშებელმა გუშინ “მაკაბის” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ს ჩემპიონატის მატჩში “მაკაბიმ” “აირონ რამათ განი” 92:75 დაამარცხა.
ტომასონმა პარკეტზე 11:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, უკანახაზელი “მაკაბიში” გადასვლამდე “გრანადას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის “დინამოში”, პოლონეთის “გდანსკში”, “ლიუბლინსა” და “ზელონა გორაში”, ს “გალილ გილბოაში”, ესპანეთის “მანრესაში”, ს “პეტერბურგსა” და
ბერძნულ “პრომითეასში”.