მაისში საავტომობილო ზეთების იმპორტი შემცირდა, საავიაციო ნავთის – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2024 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,94 ათასი ტონა, რაც 0,15 ათასი ტონით ანუ 7,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,09 ათასი ტონა) შედარებით.
„ამა წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია – 0,34 ათასი ტონა (17,5%); ირანი – 0,28 ათასი ტონა (14,4%); ნიდერლანდები – 0,11 ათასი ტონა (5,7%), და სხვ.
2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,7 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, ამა წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 30,8% (3,6 ათასი ტონა) განხორციელდა დან, 30,8% (3,6 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 20,5% (2,4 ათასი ტონა) – ლიბიიდან, 17,9% (2,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან”, – წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.