მაისში დაკრედიტება გაიზარდა – რომელ სექტორებზე გაიცა ყველაზე მეტი სესხი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული ახალი სესხების ნაკადმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ლიდერი ვაჭრობაა, რომელზეც ახალი სესხების 44% მოდის, შემდეგია მშენებლობა – 13%-იანი წილით და მრეწველობა, რომელზეც 12.7% მოდის. ყველაზე ნაკლები სესხი კი განათლების მიმართულებით გაიცა და მისი წილი 1%-ზე ნაკლებია.
მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაკადები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია: