მაიორკაზე, ქალაქმა, ტურისტებს ისტორიულ ცენტრში საკუთარი მანქანებით შესვლა აუკრძალა

ტურისტები საკუთარი მანქანებით ვეღარ შევლენ კუნძულ მაიორკაზე, (ესპანეთი) ქალაქ სოლერის ისტორიულ ნაწილში. იქ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტაქსით ან ფეხით. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამ თვალწარმტაცმა ქალაქმა, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით, ესპანეთის სამეფო ოჯახის საყვარელ დასასვენებელ ადგილზე, აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი პროტესტის შემდეგ დააწესა.
მოსახლეობა აღშფოთებული იყო მაიორკას დედაქალაქ პალმადან სოლერის მისადგომებთან კილომეტრიანი საცობებით, რომელმაც ერთხელ შვიდ კილომეტრს მიაღწია.