მაინც რამდენს შოულობენ უმდიდრესი Stand-up კომიკოსები

კომედია და მხიარული წარმოდგენები უძველესი დროიდან კაცობრიობის კულტურის განუყოფელი ნაწილია.კაცობრიობის ცივილიზაციის წინსვლასთან ერთად, ვითარდებოდა კომედიის ხელოვნებაც და დღეს ეს სფერო ცალკე ინდუსტრიაა, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ. მე-18 საუკუნეში ჩარლზ ფარარ ბრაუნი შეერთებულ შტატებში, პირველ სტენდ-კომიკოსად ითვლებოდა. წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარ სტენდ-აფ კომიკოსებს დღეის მდგომარებით:
ადამ სენდლერი – 440 მილიონი დოლარი
ადამ სენდლერის კარიერა დაიწყო სიტკომში The Cosby Show, სადაც მან როლი 21 წლის ასაკში მიიღო.“სასტუმრო ტრანსილვანიის“ ვარსკვლავი ბევრ კომედიურ კლუბში გამოდიოდა და საბოლოოდ დენის მილერის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც Saturday Night Live-ის რეჟისორთან რეკომენდაცია გაუწია.დღეს სენდლერი დომინანტური ფიგურაა კომედიურ სამყაროში, მისი ქონება 440 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ჯეი ლენო – 450 მილიონი დოლარი
გავლენიანი კომიკოსი, ჯეი ლენო სცენაზე თითქმის ხუთი ათეული წელია არსებობს. ემის ჯილდოს მფლობელმა კარიერა პოპულარულ სიტკომ შოუში Good Times-ში დაიწყო. სატელევიზიო სერიალებში და ფილმებში რამდენიმე უმნიშვნელო როლის შემდეგ, ლენომ მიიღო ადგილი The Tonight Show-ზე, სადაც ასრულებდა კომედიურ რუტინას.ჯეი ლენომ განაგრძო თავისი კომედიური კარიერა შოუ The Tonight Show with Jay Leno-ში. იმ დროს მისი წლიური ხელფასი იყო 1 მილიონი დოლარი. მისი 22-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ლენოს შემოსავალი გაიზარდა 20-დან 30 მილიონ დოლარამდე. დღეს მისი ქონება შეფასებულია 450 მილიონ დოლარად.
კევინ ჰარტი – 450 მილიონი დოლარი
ბევრი სტენდ-კომიკოსის მსგავსად, კევინ ჰარტმა დახვეწა თავისი კომედიური უნარები. მისი პირველი სტენდ-აპ სპექტაკლი The Laff House-ში მის მშობლიურ ქალაქ ფილადელფიაში შედგა, სადაც ლილ კევის სახელით გამოვიდა. ჰარტს მრავალი წარუმატებლობა დაატყდა თავს, ერთხელ სპექტაკლის დროს ქათმის ნაჭერიც კი ესროლეს. თუმცა, კომიკოსი მუშაობდა თავის თავზე და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურად ითვლება სფეროშ. მისი ქონება 450 მლნ დოლარია.
ელენ დეჯენერესი – 450 მილიონი დოლარი
ელენ დეჯენერესმა სტენდ-აპ კომედიის კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. 1989 წელს მან მიიღო მოკლე როლი სერიალ დუეტში.1986 წელს კი The Tonight Show Starring Johnny Carson-ში გამოჩნდა. დეჯენერესმა ფართო აღიარება მოიპოვა მისი მთავარი როლით სიტკომში Ellen, რომელიც ეთერში 1994 წლიდან 1998 წლამდე გადიოდა.ელენის ვრცელმა ბიზნეს პორტფოლიომ და საწარმოო საქმიანობამ მას 450 მილიონი დოლარის წმინდა ქონება მოუტანა.
ბაირონ ალენი – 735 მილიონი დოლარი
ბაირონ ალენმა თავდაპირველად მუშაობა სტენდ-აპ კომიკოსად დაიწყო. დროთა განმავლობაშ კი პროდიუსერი და მედია მაგნატი გახდა. სულ რაღაც 14 წლის ასაკში ალენმა დაწერა თავისი პირველი სტენდი და დაიწყო გამოსვლები ლოს-ანჯელესის სხვადასხვა კომედიურ კლუბებში. 1979 წელს, 18 წლის ასაკში, ალეის სატელევიზიო დებიუტი შედგა The Tonight Show Starring Johnny Carson-ში.მან სწრაფად გაითქვა სახელი კომედიაში. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი კარიერის ტრაექტორია.1993 წელს ალენმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია სახელწოდებით CF Entertainment.2009 წელს ალენი გახდა პირველი მეწარმე, რომელიც ექვს HD არხს ფლობდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის კომპანია 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო შეფასებული. დღეს მისი ქონება 735 მილიონი დოლარია.
ჯერი სეინფელდი – 1 მილიარდი დოლარი
1976 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, სეინფილდი გამოვიდა ღია მიკროფონთან და პირველი კომედიური წარმოდგენა გამართა. 1980 წელს სეინფელდი გამოჩნდა The Tonight Show Starring Johnny Carson-ში, სადაც მან შთაბეჭდილება მოახდინა კარსონზე და მაყურებელზე.სეინფელდი ვარსკვლავი გახდა NBC-ის სიტკომში Seinfeld-ის ნახევრად გამოგონილი ვერსიის თამაშით, რომელიც მან შექმნა. მესამე სეზონისთვის სეინფელდი გახდა ყველაზე ყურებადი სიტკომი ამერიკულ ტელევიზიაში. საინფელდმა ისტორია დაწერა, როგორც პირველმა ადამიანმა, ვინც სერიალის თითო ეპიზოდში 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
წყარო: therichest.com , ბიზნესპრესნიუსი