,, მაინც მგონია, რომ ჩინეთი შეიძლება ნაწყენია საქართველოზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,ჩინეთს რა თქმა უნდა შეეძლო საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა სამიტზე და სამხედრო აღლუმზე, თუნდაც სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმის მიზნით.
თუმცა, პრეზიდენტ ყაველაშვილის არმოწვევის ოფიციალური მიზეზი მარტივია: საქართველო არაა შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრი სახელმწიფო. მაშინ როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი არიან დიალოგის პარტნიორების სტატუსით.
და ამის მიუხედავად, შეიძლება ვცდები, მაინც მგონია რომ ჩინეთი შეიძლება ნაწყენია საქართველოზე, იმის გამო რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან, კონტრაქტის დადება ჭიანურდება, სავარაუდოდ იმ გეოპოლიტიკური ზეწოლების ფონზე რასაც საქართველო დასავლეთის მხრიდან განიცდის. ჩვენ ისევ ვართ საჭიდაო ქვა, სამწუხაროდ“