კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” მწვრთნელი მესამეჯერ გახდება და კლუბი ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ჩვენებურმა ფამაგუსტურ კლუბს უარი შეუთვალა და მის მიმართ ინტერესს ერთ-ერთი ქართული გუნდი გამოთქვამდა, მაგრამ თემურს კონკრეტული გარანტიები მისცეს, რის შემდეგაც თანხმობა განაცხადა.
ქეცბაია ყველაზე წარმატებულად პირველ ჯერზე “ანორთოსისს” 2004/09-წლებში ხუთი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, მეორედ კი ამ თანამდეობას 3 წლით 2019/22-წლებში იკავებდა.
ფამაგუსტელებს კვიპროსის ჩემპიონატის 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ და მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან. ქეცბაიას ხელახალი დებიუტი სავარაუდოდ, 13 სექტემბერს ლარნაკას აეკთან საშინაო მატჩში შედგება.
“თავმოყვარეობა არ გაქვთ?! გათავისუფლებას და კომპენსაციას ელოდებით?!” – აზერბაიჯანის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ისლანდიასთან განადგურების შემდეგ შეუტიეს
“უწყინარ სიტუაციაში ფეხი ვიტკინე და იძულებული გავხდი, მოედანი დამეტოვებინა” – დუდა სანაძე
Balla: ლორია კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს
თემურ ქეცბაიამ ნაკრები “ბასაზე” ავარჯიშა
სანაძემ “ანორთოსისში” ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
ლორიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო
გიორგი ლორია “ანორთოსისს” დატოვებს
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს – მან “ანორთოსისში” დაბრუნებაზე უარი თქვა
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის “დინამო” აქტიურად მუშაობს
