მაიკ ჯოსონი: თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის …

თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის: საკმარისია, – ამის შესახებ -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მჯერა, რომ ის ამ კონფლიქტის დასრულებას ნამდვილად შეძლებს. ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის: საკმარისია!“ – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი დაფინანსების გაგრძელება არ სურს.

„უკრაინის შემდგომი დაფინანსების გაგრძელების სურვილი არ მაქვს და იმედია, ამის საჭიროება არ იქნება. ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი გახდება ეს არ დასრულდება და ეს საშიში სცენარია“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ