მაიკ ჯონსონი: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება “დროებითი პაუზაა”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ პრეზიდენტ ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შეჩერება “დროებითი პაუზაა”.
ეს განცხადება მან რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევმა და ვაშინგტონმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას იშვიათ წიაღისეულზე, პრეზიდენტმა მ კი, მისი თქმით, “უნდა გამოასწოროს ის, რაც მოხდა გასულ კვირას”.
“მე მჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გარიგება, რაც შეიძლება შეთავაზებული იყოს და ის დაეხმარება უკრაინელ ხალხს”, – თქვა მაიკ ჯონსონმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა დროებით შეაჩერა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, – განაცხადა დღეს, 4 მარტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, დახმარების შეჩერება შეეხება ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჯერ ში არ არის. მათ შორისაა იარაღი, რომელიც ტრანზიტშია და პოლონეთის საწყობებშია