მაიკ ჯონსონი – ზელენსკი გონს უნდა მოეგოს ან უკრაინას სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს

ზელენსკი გონს უნდა მოეგოს ან ს სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს, – ამის შესახებ -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რაღაც უნდა შეიცვალოს. ან ის უნდა მოეგოს გონს და მადლიერებით დაბრუნდეს, ან ვინმე სხვამ უნდა მიიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მისი თქმით, ტრამპი ცდილობს, ორივე მხარე მშვიდობის წერტილამდე მიიყვანოს, თუმცა ზელენსკის ქმედებებმა აჩვენა, რომ ის ამისთვის მზად არ არის.
„ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრ სახლში გააკეთა, ფაქტობრივად, მიგვანიშნებს, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის მზად. ვფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა“, – განაცხადა ჯონსონმა.
სპიკერმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს და განაცხადა, რომ ზელენსკი „ყვიროდა და აწყვეტინებდა საუბარს თავის თანამოსაუბრეს, იმის ნაცვლად, რომ გამოეხატა მადლიერება იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც აშშ-მა მის ქვეყანას გაუწია“.
ამასთან, ჯონსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები წიაღისეულის მოპოვების უფლებების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
„ეს შეთანხმება წიაღისეულის შესახებ არის გამარჯვება ყველასთვის. ის მოგვცემს წვდომას იშვიათ მინერალებზე, რომლებიც გვჭირდება და უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარკვეულ დონეს უკრაინისთვის. ამის შემდეგ ისინი, ფაქტობრივად, ეკონომიკურ პარტნიორობაში იქნებიან ჩვენთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ჩვენს ინვესტიციებს. რუსეთმა ეს იცის. ჩინეთმა იცის ეს. ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ იციან ეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენთვის“, – აღნიშნა ჯონსონმა.
კითხვაზე, იყო თუ არა პუტინი „გამარჯვებული“ ოვალურ კაბინეტში აზრთა დაძაბული გაცვლა-გამოცვლის შედეგად, ჯონსონმა თქვა: „არა, არ ყოფილა“.