უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს საკითხი არ განიხილება. არ განვიხილავ, რომ აშშ-მა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების ნება დართოს და შემდეგ დაუყოვნებლივ, მე-5 მუხლის თანახმად, უკრაინის დასაცავად ამერიკელი ჯარისკაცების გამოყენება დაუშვას. ეს სრულიად განსხვავებული სცენარია და მინდა დავაზუსტო ეს საკითხი. ეს აშშ-ს მიერ ნატო-სა და მისი მოქმედი წევრი ქვეყნების წინაშე აღებული ვალდებულებისგან განსხვავდება“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
მისი თქმით, აშშ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია.
„ჩვენ მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგული ვართ. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცალკე განხილვის საკითხია“, – აღნიშნა უოლცმა.
