მაიკ უოლცი – რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს

გვჯერა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პროცესი წინ მიიწევს. ზოგჯერ წინააღმდეგობებიც არის. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს“, – განაცხადა უოლცმა.
მისი თქმით, იშვიათი მეტალების შესახებ აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
„ეს შეთანხმება კარგია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც უკან იმ მილიარდობით დოლარს იბრუნებენ, რომელიც ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ჩავდეთ. ეს კარგია უკრაინისთვის, მისი განვითარებისა და რეკონსტრუქციის თვალსაზრისით და კარგია მისი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება