მაიკ უოლცი – რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს

გვჯერა, რომ სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პროცესი წინ მიიწევს. ზოგჯერ წინააღმდეგობებიც არის. მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს“, – განაცხადა უოლცმა.
მისი თქმით, იშვიათი მეტალების შესახებ აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
„ეს შეთანხმება კარგია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც უკან იმ მილიარდობით დოლარს იბრუნებენ, რომელიც ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ჩავდეთ. ეს კარგია უკრაინისთვის, მისი განვითარებისა და რეკონსტრუქციის თვალსაზრისით და კარგია მისი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა უოლცმა.