მაიკ უოლცი, რომელიც 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა, ტრამპის მრჩეველი იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ -ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად – კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
„მაიკი მხარს უჭერს ჩემს “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგს და მშვიდობის სიძლიერით მიღწევის საქმესაც კარგად გაართმევს თავს“, – განაცხადა ტრამპმა.
რა ვიცით მაიკ უოლცზე
რაც შეეხება საქართველოს, 2020 წელს მაიკ ვოლცი იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც სთვის, როგორც „ს ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვდა.
2020 წელს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გამოაქვეყნეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სათაურით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. დოკუმენტში ის საკითხები იყო განხილული, რომლებსაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტში იყო განხილული ბიძინა ივანიშვილიც.
„არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [ს პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მაიკ ვოლცია.
მაიკ ვოლცთან ერთად 2020 წელს აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამჟამად „რუსეთის მარიონეტს“ უწოდებს და მის სანქცირებას ითხოვს. სწორედ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი- სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
გარდა ამისა, როგორც „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, სწორედ მაიკ ვოლცი იყო „ბუჩამდე იყო ს“ მასპინძელი ამერიკის კონგრესში მიმდინარე წელს.