მაიკ უოლცი: ზელენსკი ყოფილ შეყვარებულს ჰგავს, რომელსაც იმაზე დავა სურს, რაც ცხრა წლის წინ თქვი

აშშ-ს პრეზიდენტის, ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა Breitbart News Saturday-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი “ყოფილ შეყვარებულს” შეადარა, რომელსაც “სურს ყველაფერზე იდავოს”.

“ის აშკარად მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ფაქტები გადაამოწმოს და შეასწოროს ყოველი ნიუანსი. ეს ჰგავს ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც სურს იდავოს ყველაფერზე, რაც ცხრა წლის წინ თქვი, იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობა წინ წაიყვანოს” – თქვა მაიკ უოლცმა


ცნობისთვის, 28 თებერვალს -ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.