მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა „გაცვლის მოლაპარაკებების“ შედეგად უკანონოდ დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა

რუსეთმა უკანონოდ დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას -ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, მაიკ უოლცი ავრცელებს.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთს ამერიკელ მასწავლებელთან, მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, რომელიც რუსეთში 2021 წელს დააპატიმრეს, რაც -მა “უკანონო დაპატიმრებად” გამოაცხადა.
უოლცმა განაცხადა, რომ “გაცვლა” მოხდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ეს რუსების მხრიდან “კეთილი ნების” დემონსტრაცია და ში ომის დასრულებისკენ სწორი მიმართულებით ნაბიჯი იყო.
“ბატონი უიტკოფი ს საჰაერო სივრცეს მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, ამერიკელთან, რომელიც ს მიერ იყო დაპატიმრებული. პრეზიდენტმა ტრამპმა, სტივ უილტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა გაცვლაზე მოილაპარაკეს, რომელიც რუსებისგან კეთილ ნებას აჩვენებს და ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ ში სასტიკი და საშინელი ომის დასასრულებლად”, – განაცხადა უოლცმა.
ცნობისთვის, ფოგელი 61 წლის ამერიკელი მასწავლებელია, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა მოსკოვის ანგლო-ამერიკულ სკოლაში, სადაც მის სტუდენტებს შორის ამერიკელი დიპლომატების შვილებიც იყვნენ. ის 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს 17 გრამი კანაფის ტარებისთვის, რომელიც მისი ექიმის მიერ იყო რეკომენდებული “მწვავე ზურგის ტკივილის” შესამცირებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ