მაიკ უოლცი – აშშ-ს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ნატოელი მოკავშირეების სუბსიდირება აღარ შეუძლია.
„შეერთებულ შტატებს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ფაქტობრივად აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება“, – აღნიშნა ვოლცმა New York Post-თან ინტერვიუში.
მან გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს მინიმუმ 5%-მდე გაზარდონ.
„გავიხსენოთ, რომ 11 წლის წინ ნატო-მ – როგორც ჯგუფმა, მისმა ყველა წევრმა – აიღო ვალდებულება 2%-ის ოდენობაზე. ეს იყო მინიმალური მოთხოვნილება 2014 წელს. რა მოხდა 2014 წელს? უკრაინაში პირველი შეჭრა, ყირიმის ანექსია. ეს უნდა ყოფილიყო გამოფხიზლების ზარი, რათა ყველას მინიმალური მოთხოვნილების 100%-მდე მიეღწია“, – აღნიშნა უოლცმა.
მისი თქმით, გასაოცარია, რომ ახლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის ფონზე, ნატო-ს ქვეყნები კვლავ ჩამორჩებიან.
„ჩვენ ჯერ კიდევ კარგი გზა გვაქვს გასავლელი და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი, გაიზიარონ ეს ტვირთი“, – განაცხადა უოლცმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის მომავალში დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს