მაიკ უოლცი: -მა შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება

აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას, თუ მოხდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზება და მიღებულ იქნება ნდობის აღდგენის ზომები, განუცხადა Fox News-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა.
„ვფიქრობ, თუ შევძლებთ ამ მოლაპარაკებების გამართვას და მისკენ წინსვლას, ასევე ნდობის აღდგენის ზოგიერთი ზომის დადებას მაგიდაზე, მაშინ პრეზიდენტი განიხილავს პაუზის გაუქმების შესაძლებლობას“, თქვა უალცმა.
შეერთებულმა შტატებმა ს სამხედრო დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, უკრაინის პრეზიდენტ სა და, მეორე მხრივ, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენს შორის. ზელენსკის ვიზიტის შედეგად მოსალოდნელი იყო შეთანხმება უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ერთობლივი ათვისების შესახებ, რასაც ტრამპმა უწოდა უმთავრესი ნაბიჯი სა და რუსეთს შორის მშვიდობისკენ. ამის ნაცვლად, ოვალურ კაბინეტში კამერების წინ შეხვედრა გადაიზარდა ხმამაღალ შელაპარაკებაში: და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ამტკიცებდნენ, რომ ზელენსკიმ მეტი მადლიერება უნდა გამოხატოს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის და რომ მას არ შეუძლია მოთხოვნების წამოყენება.
„პრეზიდენტ ზელენსკისგან უნდა მოვისმინოთ, რომ ის ნანობს მომხდარს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს მინერალებზე ხელშეკრულებას და მზად არის ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, განუცხადა მაიკ უოლცმა Fox News-ს.
გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო ზელენსკის წერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის „ნებისმიერ დროს“. „ამავე დროს ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები მშვიდობისთვის მისი მზადყოფნის შესახებ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში ვიზიტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა სოცმედიაში. მისი თქმით, შეხვედრამ „არ ჩაიარა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო“ და გამოთქვა მზადყოფნა, „რაც შეიძლება მალე“ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“, დაწერა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“