საქართველოში ბრძოლაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.
მან ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთზე, კერძოდ გაიხსენა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და აქცენტები, რაც მისი თქმით, იმ დროს დაისვა.
ტერნერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მისი ვიზიტის მიზნებზე, მისი თქმით, აშშ არ უყურებს საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს.
ტერნერის თქმით, მათ სურთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით.
“როდესაც რეალურ ომს ვუყურებთ, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტ სი ძინგინსა და პუტინს შორის მოხდა რუსეთში, როდესაც ისინი ერთად იდგნენ – პრეზიდენტი სი რუსეთში ჩავიდა, როდესაც ეს ომი მიმდინარეობდა, პუტინის გვერდით დადგა და თქვა: “ჩვენ ცვლილება მოგვაქვს, რომელიც ასი წლის განმავლობაში არ მომხარა” – მათ ორს ერთად. ვიცით ეს ასი წელი რაზეა, ეს ასი წელი პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომია, ეს არის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლა. და ამაზეა ბრძოლა საქართველოში…
აგვისტოში ვიყავი საქართველოში სენატორ შაჰინთან ერთან, და იქ იმისთვის ვიყავით, რომ გაგვეკეთებინა ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტი ქვეყანაში, რათა იქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს, მოხდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება; რათა შეგვეხედა მთავრობისთვის, ისინი რას აღიქვამენ თავიანთ პასუხისმგებლობად, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ურთიერთობების აღსადგენად.
და პრემიერ-მინისტრს [ირაკლი კობახიძეს] არაფერი ჰქონდა სათქმელი იმაზე თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთეს ურთიერთობებში წვლილის შესატანად. ამიტომ, ვფიქრობ, იქ ნამდვილად არის საპირისპირო მიმართულების ქარი, რომელიც განსხვავებულია იმისგან თუ რას ხედავს მოსახლეობა. და, კიდევ ერთხელ, ეს გავლენების სფეროზე არაა. ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ჩვენს გვსურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით. რუსეთისა და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს და ეს კურსი ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას,” – განაცხადა ტერნერმა.