ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა.
“ძალიან ბევრი მათგანი მომწონს, ჯონ ჯონსი, ხაბიბი… ამ გზას ბევრი ახლად წამოსული მებრძოლი ადგას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჯონ ჯონსს ავირჩევ. არც ერთ მათგანს ის მძიმე გზა არ გაუვლია ჩემპიონობისას, რაც მან შეძლო”.
შეგახსენებთ, ჯონსმა მძიმე წონაში ქამრის დაცვა 13-ჯერ შეძლო.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით