მსოფლიოს პროგრამულ სისტემებში შექმნილი პრობლემები, საავიაციო და საბანკო სფეროების გარდა, სამედიცინო სექტორსაც შეეხო.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სამედიცინო სერვისების დაჯავშნა ავტონომიურ რეჟიმზე გადავიდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპიუტერული სერვისების გლობალური შეფერხება შეეხო საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სამსახურებს.
ამ ეტაპზე „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია
კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი შეფერხებით მუშაობს.
კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.