მუსიკოსი მაიკო ელოშვილი:
პირველი პრემიის მფლობელი … 

სრულიად არაკომპეტენტური
ჟიურის მიერ გამარჯვებულად
აღიარებული პიანისტი …
სამარცხვინო ჟიური …
გენიალური კომპოზიტორის სახელის
შეურაცყოფაა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება …
საინტერესოა, რით გამოირჩევა
სხვა კონკურსანტებისგან??? …
მისი მოსმენის შემდეგ, მის
შესრულებაში, განსაკუთრებული
ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე …
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ჟიური, როგორიც შოპენის კონკურსია,
ასეთი არაპროფესიონალი მუსიკოსებისგან იქნებოდა შემდგარი …
სირცხვილი მათ!!!
ცნობისათვის, ქ. ვარშავაში „ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა XIX საერთაშორისო კონკურსი“დასრულდა.
ამ კონკურსის ფინალისტი ისტორიაში პირველად გახდა ახალგაზრდა თაობის ბრწყინვალე ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ გამორჩეული კურსდამთავრებული დავით ხრიკული.
დავითმა კონკურსის ყველა ტურში აღაფრთოვანა მუსიკალური საზოგადოება. მან საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა ქართული საფორტეპიანო სკოლა.
გთავაზობთ მის საფინალო გამოსვლას.