მაიკლ შუმახერის ფერარი აუქციონზე 18,17 მილიონ დოლარად გაიყიდა

მაიკლ შუმახერის 2001 წლის ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილი Ferrari RM Sotheby’s-ის აუქციონზე 18,17 მილიონ დოლარად გაიყიდა, – იტყობინება The New York Times. ეს მანქანა ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის მიერ ნამართი ფორმულა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გახდა, რომელიც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
ამ მანქანით შუმახერმა 2001 წელს მოიგო მონაკოს გრან პრი და უნგრეთის გრან პრი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ცნობისთვის, შუმახერი ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელია. შეგახსენებთ, კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წელს, შუმახერმა თხილამურებით სრიალის დროს მძიმე ტვინის ტრავმა მიიღო. ვეტერანი მრბოლელის ოჯახი მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებს და მკაცრად იცავენ კონფიდენციალურობას. მაიკლ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები არ მჟღავნდება.