მაიკლ როთი – 13-15 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი

13-15 მაისს სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს – ვეწვევი, შეხვედრები გვექნება მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილს დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!
ჩემთან ერთად ჩამოვლენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პატივცემული კოლეგები.
მოუთმენლად ველი შეხვედრებს მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან”, – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ