მაიკლ როთი – სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებული მოლაპარაკებების გახსნას

სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა.
სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნას. დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება ცარიელი დაპირება კი არა, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო გააგრძელებს სწრაფად რეფორმირებას, მას შეუძლია 2028 წლისთვის სამუშაო შეასრულოს. გვჭირდება მისაბაძი მაგალითები, რომლებიც სიმამაცეს მოგვცემს დავიჯეროთ, რომ ძალისხმევა ნამდვილად ღირს ამად”, – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა