მაიკლ როთი სალომე ზურაბიშვილზე – ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი

ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
„ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპის ნამდვილ დედაქალაქში, თბილისში მიღებისთვის და შთამაგონებელი საუბრისთვის. დარჩით ძლიერად და უსაფრთხოდ“, – წერს მაიკლ როთი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ