გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა”, – წერს როთი X-ის პირად გვერდზე.
ელჩმა გუშინ, 29 მაისს განაცხადა, რომ შეუთავსებელია, როცა EU-ის წევრობა გსურს და თან ცდილობ ის “გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო”. კობახიძემ აღნიშნული განცხადებას “ანტიქართული” უწოდა და განაცხადა, რომ “გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს”.